საჯარო ლექცია „ენერგოეფექტიანობა თეორიასა და პრაქტიკაში“

16-03-2016
18 მარტს, 19:00 საათზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ეკოჰაბში ატარებს საჯარო ლექციას „ენერგოეფექტიანობა თეორიასა და პრაქტიკაში“ (მის: ჭავჭავაძის გამზ. ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია).

შეხვედრაზე განიხილება:
• ენერგოეფექტიანობის კონცეფციის ზოგადი მიმოხილვა;
• საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება;
• საქართველოში არსებული პრაქტიკა;
• ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები;
• პრაქტიკული რეკომენდაციები ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორისთვის.

საჯარო ლექციას ჩაატარებს „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ ვაქციოთ გარემო უფრო ენერგოეფექტიანი.

საკონტაქტო პირი: მარი გოგუაძე 
ტელ: +995 593 663 023

ელ. ფოსტა: info@eiec.gov.ge
ვებგვერდი: www.eiec.gov.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები