ტრენინგი

01-07-2010
ტრენინგი
 
“ევროკომისიის ჩარჩო - პროგრამების გაცნობა - ტრენინგი ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”
 
 
1 ივლისს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის პროექტის “EXTEND”-ის ხელშეწყობით ტექნიკურ უნივერსიტეტში მოეწყო ტრენინგი თემაზე  “ევროკომისიის ჩარჩო - პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”
სამუშაო სემინარი გახსნა სტუ-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით გამოვიდნენ ევროპელი ექსპერტები: რაფაელ კოუმერი (Raphael Koumeri) და კოსტას სამიოტისი (Kostas Samiotis).
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის საზოგადოებისა და დაინტერესებული პირებისათვის გაეცნო საერთაშორისო ფონდების საქმიანობა და მათთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, ასევე ევროკომისიის პროექტების მომზადება, სააპლიკაციო ფორმების შედგენა და სხვა.
სემინარს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და ადგილობრივი ექსპერტები საქართველოს სამეცნიერო ცენტრებიდან.   
სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარობდა და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ზემოჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოეთქვათ სპეციალური კითხვარის საშუალებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები