გამოფენა „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში“

10-03-2016
15 მარტს, 14:00 სთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (მის.: სტუ-ს II კორპუსი, ქიმიური ტექნოლოგიიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, III სართული) კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენას „ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ტექნიკურ უნივერსიტეტში“. გამოფენის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს საქართველოში სამწიგნობრო კერების განვითარების ისტორია და ის ეტაპები, რომლებსაც უძველესი ხელნაწერის რესტავრაციის პროცესი მოიცავს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტაო-კლარჯული ხელნაწერის ჯრუჭის I სახარების ასლი და საინფორმაციო ბანერები საქართველოს სამწიგნობრო კერების შესახებ. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ისტორიას თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოში ხელნაწერების გადაწერის კულტურა.  გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის მიერ ჩატარებული რამდენიმე წლის სამუშაოების ამსახველი ბანერები, რომლებზეც ასახული იქნება სხვადასხვა უძველესი და მნიშვნელოვანი ხელნაწერების რესტავრაციის პროცესები:  ხელნაწერის გაწმენდა, ახალი ყდის შექმნა, ხელნაწერის ხელახლა აკინძვა და სხვა ძალიან საინტერესო პროცესები.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოში უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავია, რომელიც ემსახურება ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და სამეცნიერო პროდუქციის შექმნის გზით ხელს უწყობს ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ზრდასა და განვითარებას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები