მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად

09-03-2016

9 მარტს, 19:00 სთ, ეკოჰაბში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდება.

მინისტრი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალ სისტემაზე ისაუბრებს. შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები, ჩაერთონ დისკუსიაში და მინისტრთან ერთად განიხილონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები.

მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ - წარმოადგენს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალ ინიციატივას. რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან პერიოდული შეხვედრების გამართვას ითვალისწინებს.

ეკოჰაბი წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე სივრცეს, სადაც პერიოდულად იმართება საჯარო ლექციები, დისკუსიები და კინოჩვენებები გარემოსდაცვით თემებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები