მეცხრე ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის "მცირე პროზა"

04-03-2016
ქ. თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი აცხადებს რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის „მცირე  პროზა”.

კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი ან პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე უკვე განთავსებული). კერძოდ, 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა, 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.

კონკურსის ჩატარების ხანგრძლივობა - 2016 წლის 10 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით. 16 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება ოტია იოსელიანის სახელობის I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალებში „ლიტერატურული პალიტრა“ და „ჩვენი მწერლობა“. 

საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით: n.baratashvili_museum@yahoo.com  და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2016 წლის 10 ივნისამდე. 

მის: ჩახრუხაძის ქ.#17
ტელ: 990699, 893148125

ნაწარმოებები მიიღება კვირის სამუშაო დღეებში 12:00 – 17:00 სთ, კვირა-ორშაბათის გარდა.

კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.

კონკურსანტმა, სასურველია, განაცხადოს სხვა ჰობის შესახებ (მუსიკაში, მხატვრობაში...), რათა დაჯილდოების დღეს მათი მონაწილეობით ჩატარდეს კონცერტი, გამოფენა, მხატვრული კითხვა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები