საჯარო დისკუსია „თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა“

02-03-2016
4 მარტს, 19:00 სთ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ეკოჰაბში გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე: თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა.
დისკუსიაზე განიხილება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის მდგომარეობა თბილისში, დედაქალაქში განხორციელებული ეკოლოგიური ღონისძიებები და გამწვანების პრიორიტეტები.

დისკუსიას წარმართავენ: თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი - ნინო სულხანიშვილი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ხელმძღვანელი - ნინო ინასარიძე;

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფეისბუქ ბმული: https://www.facebook.com/events/1688336001418209/

ეკოჰაბი წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე სივრცეს, სადაც საშუალება გეძლევათ პერიოდულად დაესწროთ საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და კინოჩვენებებს გარემოსდაცვით თემებზე.

საკონტაქტო პირი: მარი გოგუაძე 
ტელ: +995 593 663 023
მის: ჭავჭავაძის გამზ. ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
ელ. ფოსტა: info@eiec.gov.ge
ვებგვერდი: www.eiec.gov.ge

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები