Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტში

29-02-2016
აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი) აცხადებს მობილობას სტუ-ს აკადემიური პერსონალისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

აკადემიური პერსონალისთვის:

სასწავლო კურსი:
  • კვების ტექნოლოგია 
  • ეკონომიკა
  • მანქანათმშენებლობა
  • სამშენებლო
  • მათემატიკა
  • გეოლოგია
  • მასალათმცოდნეობა
  • საჯარო მმართველობა
  • ბიზნესის ადმინისტრირება
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV და სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე, ასევე, ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2 დონე).

სტუდენტებისთვის:

აფიონის კოჯატეპეს უნივერსიტეტში მობილობით სწავლის გაგრძელება შეუძლია ბაკალავრიატის სტუდენტს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. 
კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და საშემოდგომო სემესტრისთვის განაცხადების მიღება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში (სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართ.,  ოთახები #221, #223, #225) იწარმოებს მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან 6 მაისის ჩათვლით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები