თურქეთის დელეგაცია

21-06-2010
თურქეთის დელეგაცია 
 
20 ივნისს საქართველოს ეწვია თურქეთის დელეგაცია  ქ. იალოვას უნივერსიტეტის რექტორის პროფ. ნიაზი ერუსლუს ხელმძღვანელობით.
სტუმრებს შორის  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ბიზსნესმენები არიან.
21 ივნისს თურქეთის დელეგაციას შეხვდნენ სტუ–ს რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საუბარი შეეხო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალში ორ უნივერსიტეტს შორის. შეხვედრაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სტუმრები საქართველოში 23 ივნისამდე დარჩებიან.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები