სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა

25-02-2016
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის  უნდა მიმართოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს. 

რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 მარტის ჩათვლით,  ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 -17:00 სთ.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით (GPA მინიმუმ 3.0 ან საშუალო არითმეტიკული გამოთვლით მინიმუმ (B) 81-90%).
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს (საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ორი წლისა).

დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით
ტელ.: 2 36 53 45
კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართ. ოთახი # 266

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები