კატარის ფონდის პროგრამა WISE Learners Voice Program 2016/2017

23-02-2016
კატარის ფონდის პროგრამა WISE (The World Innovation Summit for Education) Learners Voice Program 2016/2017 (კატარი) იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განათლების საკითხებით დაინტერესებულ 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31.03.2016

მონაწილეთა  არჩევის კრიტერიუმები 
• ასაკი და სტატუსი:  მონაწილეობა შეუძლიათ კანდიდატებს  18 -დან  25 წლამდე. ყველა განმცხადებლები უნდა ითვლებოდნენსრულწლოვანადსაკუთარ ქვეყანაში.
• აუცილებელია  მონაწილეობა პროგრამის ღონისძიებაში, რომელიც 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება დოჰაში (კატარი) 
• ღონისძიებამდე მონაწილეები უნდა ჩაერთონ ონლაინ დისკუსიაში „WISE” ჯგუფთან ერთად
• აუცილებელია მონაწილეობა ორ სავალდებულო სესიაში, რომელიც ჩატარდება  2017 წლის  2 იანვრიდან   13 იანვრამდე დოჰაში (კატარი) და  2017 წლის 28 მაისიდან 10 ივნისამდე მადრიდში (ესპანეთი)
• სესიებში დასწრება და მონაწილეობა სავალდებულოა და აპლიკაციის შევსებით დასტურდება, რომ აპლიკანტი ეთანხმება ზემოთ ხსენებულ პირობებს.
• მუდმივი ჩართულობა და მონაწილეობა: მთელი წლის განმავლობაში  აუცილებელია პროგრამაში ჩართულობა, მათ შორის ინტერნეტ საიტს და ჯგუფურ საქმიანობას.
• მონაწილის ვადიანი პასპორტი მოქმედი უნდა იყოს 2016 წლის 1 ნოემბრიდან 18 თვის განმავლობაში 
• აკადემიური და პროფესიული მიღწევები: ყველა მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი აკადემიური და/ან პროფესიული მიღწევები და გამოცდილებები
• პროფესიონალური და უფრო ფართო ინტერესები: მონაწილემ უნდა წარმოაჩინოს თავისი დაინტერესება და/ან ჩართულობა სასწავლო და სვა გლობალური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით
• არაიურიდიული ხასიათის ვალდებულებები: მონაწილე აქტიურად უნდა იყოს ჩართული სოციალურ ქსელებში ან საზოგადოებბრივ გაერთიანებებში, რომელიც უკავშირდება სწვალებას და/ან პროფესიულ ინტერესებს
• ხასიათი: მონაწილე უნდა იყოს კომუნიკაბელური და ქონდეს უნარი, იმუშაოს მულტიკულტურულ და მულტინაციონალურ ჯგუფებში 
• კომუნიკაციის უნარი: მონაწილეს უნდა ფლობდეს კარგი გადმოცემის და მოსმენის უნარს
• ენის ცოდნა: მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (სალაპარაკო და წერითი)

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები