მემორანდუმი

18-06-2010
მემორანდუმი
 
17 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფლორენციის რომულადო დელ ბიანკოს  ფონდსა და სტუ-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს.
სტუ-ს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა, პროფესორმა ა. ფრანგიშვილმა და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გ. მიქიაშვილმა, ხოლო ფონდის მხრიდან – ფონდის პრეზიდენტმა პაოლო დელ ბიანკომ.
მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური მდივანი ბატონი სიმონე ჯიომეტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები.
მემორანდუმის ხელმოწერამდე გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტისა და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ვიდეოკლიპების პრეზენტაცია, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
 
 
 
 
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები