APPEAR უმაღლესი განათლებისა და კვლევებისთვის ავსტრიის პარტნიორობის პროგრამის კონკურსი

19-02-2016
ავსტრიის პარტნიორობის პროგრამა უმაღლესი განათლებისა და კვლევებისთვის - APPEAR (“Austrian Partnership Programme in Higher Education and Research for Development – APPEAR”) აცხადებს რიგით მეექვსე კონკურსს. 

ეს არის  ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის - Austrian Development Cooperation (ADC) - პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლებისა და კვლევების ხელშეწყობას აკადემიური ინსტიტუციების დონეზე, ADC-ს სამხრეთის პრიორიტეტული ქვეყნებისა და ძირითადი რეგიონებისთვის და სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის სამ პრიორიტეტულ ქვეყანაში.

პროგრამა ითვალისწინებს ავსტრიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკადემიური პარტნიორობის საშუალებით ინსტიტუციონალური უნარების გაძლიერებას უმაღლეს განათლებაში, კვლევებსა და მენეჯმენტში და ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიებს მდგრადი და ეფექტური განვითარებისთვის.

პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტებია:
• წინასწარი დაფინანსება
• აკადემიური პარტნიორობა
• სამაგისტრო და სადქოტორო სტიპენდიები

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.05.2016.

პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.appear.at

საკონტაქტო პირი: 
მიქაელა ჰანდკე (Michaela Handke), პროექტის მენეჯერი

ელ.ფოსტა: 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები