საკონფერენციო საგრანტო კონკურსი

15-02-2016
საკონფერენციო გრანტების კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსს. საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2016 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 10 აპრილამდე.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გააგზავნოს ელ.ფოსტაზე: cg@rustaveli org.ge, 2016 წლის 2 მარტის 16:00 სთ-მდე.

2016 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ ამობეჭდილი და ხელმოწერილი „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდის კანცელარიაში (ალექსიძის ქ. 1, მე-3 სართული) წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 4 მარტის 16:00 საათისა.



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები