მოკლევადიანი სამოგზაურო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

15-02-2016
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 9 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის  სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი აგზავნის საბუთებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tg@rustaveli.org.ge


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები