„ანალიზხელსაწყოს“ მორიგი საჩუქარი

11-02-2016
„ანალიზხელსაწყოს“ მორიგი საჩუქარი ტექნიკურ უნივერსიტეტს

2 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო, სასწავლო და საწარმოო ცენტრმა „ანალიზხელსაწყომ“ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი ტექნიკის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა ხუთი ანალიტიკური ხელსაწყო. ხელსაწყოები განკუთვნილია წყალბადის მაჩვენებელის  (pH-100), ელექტრული გამტარებლობის (KEL-1M), პოტენციალის (AP-105), იონების აქტივობის (I-120 ) და ტიტრირებისათვის(T-201).
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მადლიერებით აღნიშნავს „ანალიზხელსაწყოს“ თანამშრომლების თანადგომას, რომლებმაც, ასევე, უზრუნველყვეს ფაკულტეტზე ზემოაღნიშნულ ხელსაწყოთა გამართვა-ჩართვა და ტესტირება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები