სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთში

11-02-2016
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის მთავრობა გამოყოფს 20 სრულ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის.

სასტიპენდიო პროგრამაში ჩართულია ჩინეთის 279  უნივერსიტეტი. ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები მოიცავს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო (მკვლევარი, უფროსი მკვლევარი - General Scholar, Senior Scholar) პროგრამებს შემდეგ მიმართულებებში: მეცნიერება, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ეკონომიკა, სამართალი, მენეჯმენტი, განათლება, ისტორია, ლიტერატურა, ფილოსოფია და სახვითი ხელოვნება (http://www.csc.edu.cn/laihuahttp://www.campuschina.org).
საბაკალავრო პროგრამის სტიპენდიატი უნდა დარეგისტრირდეს ჩინურენოვან პროგრამაზე, რათა გაიაროს ჩინური ენის ერთწლიანი კურსი შესაბამისი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთში. სამაგისტრო, სადოქტორო და სამეცნიერო (მკვლევარი, უფროსი მკვლევარი) პროგრამის სტიპენდიატებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ჩინურ, ასევე, ინგლისურენოვან პროგრამებზე.

ჩინურენოვანი პროგრამის სტიპენდიატმა უნდა გაიაროს ჩინური ენის ერთწლიანი (მეცნიერების, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, დასავლური მედიცინის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, სამართლისა და სახვითი ხელოვნების პროგრამის არჩევის შემთხვევაში) ან არაუმეტეს ორწლიანი (ლიტერატურის, ისტორიის, ფილოსოფიისა და ჩინური მედიცინის პროგრამის არჩევის შემთხვევაში) მოსამზადებელი კურსი, თუ ის არ ფლობს ჩინურ ენას სათანადო დონეზე.

საჭირო დოკუმენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა გადაიგზავნოს არაუგვიანეს 2016  წლის 29 თებერვლისა, შემდეგ მისამართზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge.

მომდევნო ეტაპზე, შერჩეული (shortlisted) კანდიდატები თავად უნდა დაუკავშირდნენ უნივერსიტეტებს წინასწარი ჩარიცხვის წერილის (pre-admission letter) მისაღებად. შერჩეული კანდიდატები საბუთების სრულ ნუსხას ჩააბარებენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით.

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის:


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები