მაგისტრანტთა სასწავლო -კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსი

10-02-2016
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მაგისტრანტთა სასწავლო -კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა მაგისტრანტთა სასწავლო -კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურსი.

კონკურსის მიზანია: მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები