ესტონეთის დელეგაციის ვიზიტი

10-02-2016
უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივები ესტონეთში

თებერვალში საქართველოს ეწვევა ესტონეთის უნივერსიტეტთა წარმომადგენლების დელეგაცია. ვიზიტის მიზანია საქართველოს აკადემიურ წრეებში ესტონური უმაღლესი განათლების შესახებ სათანადო ინფორმაციის ფართოდ გავრცელება.

ესტონური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
16-17 თებერვალი - თბილისის უნივერსიტეტებში საინფორმაციო სესიების გამართვა;
18-19 თებერვალი - ესტონური დელეგაციის მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 
20 თებერვალი - საინფორმაციო დღის გამართვა - "სწავლება ესტონეთში" ("Study in Estonia") (http://www.studyinestonia.ee/meet-us-georgia)

თბილისში დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში ესტონეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ისეთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, როგორიცაა ესტონეთის მუსიკისა და თეატრის აკადემია, ესტონეთის ბიზნესის სკოლა, ტალინის უნივერსიტეტი, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი, ესტონეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების კოლეჯი.

ესტონური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, 16 თებერვალს, 15:00 სთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ჩაატარებენ ტალინის ტექნილოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეით კიისელი, ტარტუს უნივერსიტეტის საერთაშორისო მარკეტინგის ხელმძღვანელი, ქალბატონი ეველი სოო და ტალინის უნივერსიტეტის საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალისტი, ქალბატონი კაროლინ მაგი.
ესტონელი სტუმრები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნობენ ესტონეთში სწავლისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ესტონეთში ქართველ სტუდენტთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 150-დან 260-მდე გაიზარდა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები