დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

09-02-2016

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015/2016 სასწავლო წელს მეორე სემესტრიდან დოქტორანტურაში მიღების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 2 თებერვლის №1905 და სტუ-ს რექტორის 2016 წლის 8 თებერვლის №17 ბრძანების თანახმად:

  • დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2016 წლის 9 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით 10.00 საათიდან 16.00 საათამდე შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატებში;
  • გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 15 თებერვალს 10.00 საათიდან. სტუ-ს საგამოცდო ცენტრში, სტუ-ს I კორპუსი, კოსტავას ქ. 68  I სართული. საპრეტენზიო განცხადებების მიღება და მათი განხილვა იმავე დღეს, გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 16 თებერვალს;
  • გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებთან შედგება 2016 წლის 22  თებერვალს 12.00 საათიდან;
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2015 წლის 22 თებერვლიდან 23 თებერვლის 13.00 საათამდე, მათი განხილვა 23 თებერვლის 14.00 საათიდან; საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 24 თებერვალს;
  • დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ს სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის შესახებ  დებულების შესაბამისად;
  • ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2015  წლის 26 თებერვალს

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):

  1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  2. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და მისი ასლი;
  3. პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
  4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ და CD დისკი;
  5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

საჭიროების შემთხვევაში, აპლიკანტი ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ. 

განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.

საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.    

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველი სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებულ  განცხადებას დანარჩენ საბუთებთან ერთად აბარებს სტუ-ს კანცელარიას.                        

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან. 

ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, ესპანური, იტალიური). B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ.

სოციალური მეცნიერებების, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება  არ მოეთხოვებათ.

მხედველობაში მიიღება აგრეთვე:

  • სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
  • სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).  

დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთ) საბანკო დღეში უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს ერთი წლის სწავლის საფასურის - 2250 ლარის მინიმუმ ერთი მეოთხედი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.

ის პირები, რომლებიც ერთი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის  დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება    ცნობილი.

სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის  ფაკულტეტი

  1. სადოქტორო პროგრამა: ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია (ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის დოქტორი)

სამთო - გეოლოგიური  ფაკულტეტი

  1. სადოქტორო პროგრამა: სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტი (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი)

ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი

  1. სადოქტორო პროგრამა: საჯარო მმართველობა (საჯარო მმართველობის დოქტორი)
  2. სადოქტორო პროგრამა: ეკონომიკა (ეკონომიკის დოქტორი)
  3. სადოქტორი პროგრამა: სოციალური მეცნიერებები (სოციალური მეცნიერებების  დოქტორი)
  4. სადოქტორი პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება  (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი)
  5. სადოქტორი პროგრამა: მასობრივი კომუნიკაცია (სოციალური მეცნიერებების დოქტორი მასობრივ კომუნიკაციაში)
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

  1.  სადოქტორო პროგრამა: ინფორმატიკა (ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში)

სწავლების დეპარტამენტი


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები