შეხვედრა

09-06-2010
შეხვედრა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან
 
 
9 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა შეხვედრა აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშესთან საულ ერნანდესსა და განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორ თეა კუჭუხიძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.  შეხვედრა ეხებოდა ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი პროფესორების ჩამოსვლას და მათ მიერ სამშენებლო, არქიტექტურისა და ინფორმატიკის მიმართულებებზე ლექციების კურსის წაკითხვას.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები