ღია კარის დღე - გერმანულ-ქართულ საბაკალავრო პროგრამა

13-02-2016
სტუ-ში ლოგისტიკის გერმანულ-ქართული საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართება

16 თებერვალს 16:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება ღია კარის დღე ლოგისტიკაში გერმანულ-ქართულ საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით. ღია კარის დღე განკუთვნილია გერმანული ენის მცოდნე აბიტურიენტებისათვის და მათი მშობლებისთვის.

ღია კარის დღეზე საბაკალავრო პროგრამის პროექტის მენეჯერი ბ-ნი ინგო შმიდტ-ბრაული გამართავს პრეზენტაციას, წარმოადგენს სწავლის პირობებს. ღონისძიების მონაწილეებს  საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ პროგრამის ხელძღვანელს.

2015 წლის ოქტომბრიდან სამი გერმანული უნივერსიტეტის კონსორციუმმა (ვილდაუს, ფლენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტები) და სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტმა დაიწყეს ლოგისტიკაში ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება.

პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა პასუხობს ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებს  და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ერთწლიანი სწავლება გერმანიაში. მეშვიდე სემესტრიდან სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტებში და გაივლიან პრაქტიკას გერმანულ კომპანიებში. პრაქტიკის ფარგლებში ისინი გაეცნობიან გერმანული კომპანიების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, მათ სისტემურ გადაწყვეტილებებს, უახლეს ტექნოლოგიებს და ეფექტურ სამუშაო პროცესებს. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სწავლებას გერმანიაში, მიიღებენ ვილდაუს უნივერსიტეტის დიპლომებს, სპეციალობით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში (Bachelor of Engineering in Logistics).

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტს.
საკონტაქტო პირი: 
პროფ. გიორგი დობორჯგინიძე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ტელ: 2 33 18 53

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები