მევლანას გაცვლითი პროგრამა

05-02-2016
მევლანას გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

ცხადდება კონკურსი მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობასთან დაკავშირებით. კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მობილობას გაივლიან კარაბიუკის უნივერსიტეტში (თურქეთი).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და აკადემიურ პერსონალს, შემდეგი სპეციალობებით:
  • ბიოსამედიცინო ინჟინერია
  • მანქანათმშენებლობა  
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ინტერიერის დიზაინი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მევლანას გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და შესაბამისი სააპლიკაციო ფორმებისთვის მიმართეთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს, 2016 წლის 23 თებერვლამდე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები