შეხვედრა

09-06-2010
შეხვედრა ცნობილ მსახიობთან
 
4 ივნისს, თეატრ-სტუდია “მოდი-ნახეს” დარბაზში, გაიმართა ცნობილი მსახიობისა და სტუ-ს კურსდამთავრებულის, მურმან ჯინორიას შეხვედრა სტუ-ს სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. ბატონი მურმანის  საღამოები სტუ-ში თითქმის ყოველწიურად იმართება და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სტუდენტებში, რაც ყოველთვის აისახება აუდიტორიის სიმრავლეზე.
 
შეხვედრას, რა თქმა უნდა, პოეზიისა და ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. მურმან ჯინორიამ ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლებიდან ითამაშა სხვადასხვა სცენები და  წაიკითხა ლექსები.
 
შეხვვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბატონი მურმანი სტუ-ს კურსდამთავრებული გახლავთ და საუბარიც სწორედ აქედან დაიწყო – მან გაიხსენა სტუდენტობის ის პერიოდი,  როცა სტუ-ს თეატში მოღვაწეობდა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები