ზამთრის სკოლა

02-02-2016
ზამთრის სკოლა
მონაცემთა მოწინავე ანალიზი სოციალურ მეცნიერებებში

2016 წლის 29 თებერვალიდან - 6 მარტის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ზამთრის სკოლა - მონაცემთა მოწინავე ანალიზი სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც ხორციელდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებლების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების („Think Tank”, კვლევითი ან სხვა ტიპის ორგანიზაციები) წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას სოციალურ მონაცემთა ანალიზში, კერძოდ, მათთვის მონაცემთა  ანალიზის მოწინავე მეთოდების სწავლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

პროექტის პროგრამა მოიცავს ლექციებსა და დისკუსიებს, რომლებსაც წარუძღვებიან ქართველი და უცხოელი პედაგოგები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია თსუ-ს პროფესორი, დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

ზამთრის სკოლაში მსმენელად რეგისტრაცია შეუძლიათ:
•     უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შტატიან ან მოწვეულ პედაგოგებს, რომლებსაც  სადოქტორო ხარისხი მიენიჭათ გასული 7 წლის განმავლობაში და რომლებიც სოციალური კვლევისა და სოციალურ მონაცემთა ანალიზის მეთოდების კურსებს ასწავლიან. 
• საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, რომლებიც სპეციალიზდებიან/ინტერესდებიან სოციალური კვლევისა და სოციალურ მონაცემთა ანალიზის მოწინავე მეთოდებში.
• არასამთავრობო ორგანიზაციების („Think Tank”, კვლევითი ან სხვა ტიპის ორგანიზაციების) წარმომადგენლებს, რომელთა ფუნქციაა სოციალურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და ანალიზი.

პროექტი ლექციების პერიოდში აანაზღაურებს მსმენელთა ტრანსპორტირების ხარჯს და უზრუნველყოფს მათ სასტუმრო და კვების მომსახურებით.

ზამთრის სკოლის მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.  აპლიკაციები მიიღება 2016 წლის 29 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისათვის:  https://tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/muV5s0osCkD9APSw/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები