შეხვედრა აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებთან

27-01-2016
შეხვედრა სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებთან

26 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს, პროფ. ოთარ ზუმბურიძესა და პროფ.  შალვა ნაჭყებიას შეხვდნენ.

კანდიდატებმა ამომრჩევლებს განვლილ პერიოდში მათ მიერ ინიცირებული და შესრულებული პროექტები და დანერგილი სიახლეები გააცნეს. მათ ისაუბრეს როგორც უნივერსიტეტის, ისე უშუალოდ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მომავალი განვითარების გზებსა  და პერსპექტივებზე, ასევე, განიხილეს ახალი ინიციატივები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც კანდიდატებმა დარბაზიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები