ღია კონკურსი - სამშენებლო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი

21-01-2016
ღია კონკურსი სამშენებლო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საბჭო, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“ 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, აცხადებს ღია კონკურსს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

1. განცხადების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები:
ა.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნებისათვის კანდიდატთა  რეგისტრაცია  დაიწყება  მიმდინარე  წლის  29 იანვარს და დასრულდება 4 თებერვალს.
ბ. საბუთები მიიღება:  I კორპუსი. ოთახი N 525 (11-16 სთ); 
გ.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2016 წლის 11 თებერვალს.

2. საკონკურსო პირობები:
ა.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წევრ  პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს;

3. კონკურსში  მონაწილეობის მსურველებმა პირადად უნდა წარმოადგინონ:
ა. ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ბ. პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  (პირადობის  მოწმობის /პასპორტის) ასლი;
გ. სამოქმედო პროგრამა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები