სამეცნიერო ჟურნალი „ქართული პოლიტიკა“

15-01-2016

სამეცნიერო ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“ პრეზენტაცია

15 იანვარს საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართა სამეცნიერო ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“ 2015 წლის მესამე ნომრის პრეზენტაცია, რომლის გამომცემელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სადოქტორო სკოლა.

ჟურნალის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიიისა და სტუ-ს ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

ჟურნალის წარმოდგენლი ნომერი საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის აქტუალურ პრობლემებს ეხება და პრეზენტაცია მიზნად ისახავდა სამეცნიერო ჟურნალის მიერ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის როგორც გლობალური, ისე საქართველოსთვის აქტუალური საკითხების წარმოჩენასა და მეცნიერულად გაანალიზებას.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელ სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ჟურნალის მთავარი სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ქეთევან ნემსაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოხელეები, ცნობილი მეცნიერები, სამედიცინო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, მასმედიის წარმომადგენლები, სტატიების ავტორები,  ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები