დასაქმების ფორუმი

27-05-2010
დასაქმების ფორუმი სტუდენტებისათვის
 
დასაქმების სააგენტო “HR-ის” ორგანიზებით 2010 წლის 25 მაისს, 12:00 საათზე,  შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომლის მიზანია კურსდამთავრებული და დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ჩართვა ახალ პროფესიულ აქტივობებში. ამავდროულად ფორუმი ითვალისწინებს  დაეხმაროს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს ახალი თაობების აღმოჩენაში.
 
ფორუმში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
 
ფორუმში მონაწილე 22 კომპანიას წარმოადგენდნენ კადრების შერჩევის სპეციალისტები   და  ხელმძღვანელები, რომლებმაც სტუდენტებს თვითრეალიზების საშუალება  მისცეს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები