საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები

12-01-2016
საგრანტო კონკურსი

„საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამა

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს.

2015 წელს 23 ოქტომბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის (http://www.area-studies.ox.ac.uk/), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების (http://www.rees.ox.ac.uk) ყველა სამეცნიერო მიმართულებით, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში მიენიჭა საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში. კონკურსში გამარჯვებული მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მიწვეული მკვლევარის სტატუსს და 2017 წლის იანვრიდან  გაემგზავრება ოქსფორდის უნივერსიტეტში საკუთარი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად.

კონკურსთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1871

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები