სასამართლო პროცესები

25-05-2010
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის
სტუდენტების საერთაშორისო წარმატება
 

      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომლებიც ორგანიზებული იყო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ და რომლებიც ხორციელდება  ევროკავშირის სამართლის სპეციალობაში (EU law) ინგლისურ ენაზე.  აღნიშნული  პროცესები 2010 წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით გაიმართა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. პროექტში მონაწილეობდა ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების 16 წამყვანი უნივერსიტეტის გუნდი, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ნათია გობეჯიშვილი, კობა ჩიხლაძე, გიორგი მთიულიშვილი, ქეთევან ცინცაძე და გვანცა მეუნარგია.
     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ევროკავშირის სამართლის პრობლემატურ საკითხებს და, აღნიშნული პროექტის ორგანიზატორების ინიციატივით, უახლოეს პერიოდში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესები სწორედ საქართველოში გაიმართება, ხოლო მასპინძელი უნივერსიტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა დაფინანსდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ.

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები