რესურსეფექტური და სუფთა წარმოების განვითარება საქართველოში

11-01-2016
ეფექტური წარმოება - სუფთა გარემო - მწვანე ეკონომიკა

2015 წლის 17 დეკემბერს სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის  ფაკულტეტის კომპიუტერულ ცენტრში გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ევროკავშირისა და იუნიდოს ერთობლივ სადემონსტრაციო პროექტს ,,რესურსეფექტური და სუფთა წარმოების  განვითარება საქართველოში“.

პროექტის კოორდინატორმა საქართველოში მალხაზ ადეიშვილმა წარმოადგინა ვრცელი ინფორმაცია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და განიხილა ძირითადი მიდგომები და მეთოდები რესურსეფექტური და სუფთა წარმოების განვითარებისათვის საქართველოში.

სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების  ეროვნულმა ექსპერტმა ჯიმშერ ქერქაძემ დეტალურად განიხილა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების განხორციელების შესაძლებლობები კონკრეტულად ერთი ქართული საწარმოს მაგალითზე.

შეხვედრამ, რომელსაც ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, აქტიური  კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა. შეხვედრის დასასრულს  შეჯამდა პრეზენტაციის შედეგები   და დაისახა სამომავლო პერსპექტივები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები