ნადია გოცირიძე-კოლუმბუსის დაჯილდოება

08-01-2016 ნადია გოცირიძე-კოლუმბუსის დაჯილდოება
დაჯილდოება

6 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციისა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, საგამომცემლო სახლის  Nova Science Publishers  (ქ. ნიუ-იორკი, აშშ) პრეზიდენტს, ქალბატონ ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

Nova Science Publishers საგამომცემლო სახლთან  ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, ქალბატონ გოცირიძე-კოლუმბუსის უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით, საგამომცემლო სახლი რეგულარად აქვეყნებს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერთა მონოგრაფიებს და ასევე, სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო ნაშრომთა ყოველწლიურ კრებულებს.

ნადია გოცირიძე-კოლუმბუსის დაჯილდოება   ნადია გოცირიძე-კოლუმბუსის დაჯილდოება

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები