"ანალიზხელსაწყოს" საჩუქარი

06-01-2016

"ანალიზხელსაწყოს" საჩუქარი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს

2015 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრმა "ანალიზხელსაწყომ" ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტს გადასცა ხუთი ანალიზური ხელსაწყოსაგან შემდგარი ოთხი კომპლექტი, რომელიც გადანაწილდა ქიმიური და ბიოლობიური ტექნოლოგიებისა და ფარმაციის დეპარტამენტებზე. 

თითოეულ კომპლექტში შედის:PH მეტრი PH-100, კონდუქტომეტრი КЭЛ-1М, პოტენციომეტრი АП-10, იონომეტრი  И-120 და ტიტრატორი Т-201.

ფაკულტეტის კოლექტივი მადლიერებით აღნიშნავს "ანალიზხელსაწყოს" თანამშრომლების თანადგომას და მათ სურვილს, მომავალშიც განახორციელონ ანალოგიური შეთავაზება და ამასთან,  შესაძლებლობის ფარგლებში აღუდგინონ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის  ფაკულტეტის ლაბორატორიებს მწყობრიდან გამოსული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები