ონლაინ პროგრამა და სემინარი

21-12-2015
აკადემიური წერის ონლაინპროგრამა და სემინარი კვლევების დიზაინსა და მეთოდებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება პროგრამა, რომლის მიზანია აკადემიური კვლევების, კვლევითი დიზაინისა და კვლევითი მეთოდების განვითარება, ასევე, საქართველოში კვლევების ხელშეწყობა, როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.

აღნიშნული პროგრამის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში დაგეგმილი მოკლევადიანი სემინარი კვლევების დიზაინსა და მეთოდებზე, რომელიც 2016 და 2017 წლებში ჩატარდება, ასევე, აკადემიური წერის (writing mentorship) ონლაინპროგრამა. ორივე პროგრამა უპირველესად განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, თუმცა მონაწილეობა სხვა საფეხურის სტუდენტებსაც შეუძლიათ. ზაფხულის სემინარის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას 1000 აშშ დოლარამდე, ხოლო აკადემიური წერის პროგრამის მონაწილეები - 500 აშშ დოლარამდე.  2016 წლის ზაფხულის სემინარის ჩატარების თარიღია 18 ივლისი - 5 აგვისტო. სემინარი ჩატარდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.

დეტალური ინფორმაციისათვის:
www.georgiaresearch.gmu.edu
ელ-ფოსტა: gepolicy@gmu.edu

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები