საჯარო შეხვედრა კახა კალაძესთან

21-12-2015
კახა კალაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრას გამართავს

22 დეკემბერს, 12:30 სთ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ვიცე პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან საჯარო შეხვედრას გამართავს. მინისტრი შეხვდება ა(ა)იპ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდი"-ის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების შემსრულებელ სტუდენტებს. მინისტრი ისაუბრებს საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებასა და გამოყენებაზე, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობასა და მათ მიმდინარეობაზე, ასევე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა  და მომავალში დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.

კახა კალაძის ინიციატივით, სტუდენტებთან საჯარო  შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. სტუდენტები შეხვდებიან სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აღნიშნული შეხვედრების შედეგად სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან  კონკრეტული ენერგეტიკული კომპანიების საქმიანობას.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები