Social Cube

16-12-2015
სტუ-ს ინოვაციური პროდუქტი "Social Cube"

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, "Sky XXI" კომპანიის ინოვაციური პროდუქტის ფარგლებში, შემუშავებული იქნა ინოვაციური პროდუქტი "Social Cube".

აღნიშნული პროდუქტი "Hackathon 2015 Tbilisi"–ს  ადგილოსანი პროექტია და მისი მუშა პროტოტიპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა. ინოვაციური პროდუქტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ სტუ–ს ასოცირებული პროფესორი მიხეილ ქანთარია, სტუ–ს ფაბლაბის IT მენეჯერი მიხეილ კელენჯერიძე, სტუ–ს მაგისტრი დიტო შერგელაშვილი და თსუ–ს ბაკალავრი გიორგი კვინიკაძე. 

ინოვაციური პროდუქტი "Social Cube" საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ფაბლაბ–ილიაუნის ლაბორატორიას საჩუქრად გადასცა.

ტელეკომპანიამ Art Area TV 2.0 გადაცემაში "კიბერჰაუსი" გააშუქა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემუშავებული ინოვაციური პროდუქტი "Social Cube".

გადაცემის ვიდეოლინკი:

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები