საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში - მიღებული გამოცდილება და მნიშვნელობა

16-12-2015
ლექცია

"საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში - მიღებული გამოცდილება და მნიშვნელობა"

11 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძესთან. მან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია „საქართველოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში - მიღებული გამოცდილება და მნიშვნელობა“. 

ლექციაზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ახალგაზრდებს ქართველი სამხედროების დასავლური სტანდარტის გამოცდილებაზე უამბო. სტუდენტები ლექციაზე განხილული თემებით დაინტერესდნენ და პოლკოვნიკთან ხანგრძლივი და ცხარე დისკუსიაც გამართეს. ახალგაზრდებმა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს შეკითხვები ქართული ჯარის ნატოსთან თავსებადობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტების, რუსული აგრესიისა და ტერორიზმის თემაზეც დაუსვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწყების პრიორიტეტებსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ ლექციებს დედაქალაქსა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც გამართავენ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები