ივანე ფრანკოს სახელობის პრემია

07-12-2015
ივანე ფრანკოს საერთაშორისო ფონდის პრემია

ივანე ფრანკოს საერთაშორისო ფონდმა უკრაინაში ივანე ფრანკოს საერთაშორისო პრემია დააარსა, რომელიც უდიდესი მოღვაწის  შვილიშვილის - როლანდ ფრანკოს წამოწყებით დაარსდა. ფონდის საბჭოში შედიან როგორც უკრაინელი, ისე უცხოელი მეცნიერები ინგლისიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან...

პრემიის მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერების კვლევით საქმიანობას სოციალური მეცნიერების და უკრაინული ენისა და კულტურის მიმართულებებით. ივანე ფრანკოს სახელობის საერთაშორისო პრემია ითვალისწინებს მეცნიერების მნიშვნელოვანი მიღწევებისა და დიდი წვლილის საპატიო აღიარებას უკრაინული ენისა და კულტურის, სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებში.
 
ჯილდო გადაეცემა საუკეთესო მეცნიერებს ან სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც წარდგენილი იქნებიან საპრიზო კომიტეტის წინაშე და არჩეული იქნებიან საერთაშორისო ჟიურის მიერ. ჯილდო მოიცავს შემდეგ ნომინაციებს: 1- მნიშნელოვანი წვლილი უკრაინული ენის და კულტურის განვითარებაში; 2 - განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებაში.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.frankoprize.com.ua.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები