აკადემიური საბჭოს დადგენილება - სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები

04-12-2015
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს
2015 წლის 4 დეკემბრის
დადგენილება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის 
დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“  მე-18 მუხლის საფუძველზე  აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები აკადემიურ საბჭოში ჩატარდეს 2015 წლის 25 დეკემბერს;

2. აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული პირის წარმომადგენლობით საბჭოში დამტკიცება განხორციელდეს 2015 წლის 26 დეკემბერს;

3. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2015 წლის  24 დეკემბერს;

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება პრესაში გამოქვეყნდეს 2015 წლის 5 დეკემბერს;

5. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2015 წლის 12 დეკემბერს და დასრულდეს 2015 წლის 18  დეკემბერს;

6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება;

7. კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4  სმ);

8. დანართი #1-ს შესაბამისად დამტკიცდეს განცხადება ბეჭდვითი მედიის ორგანოში გამოსაქვეყნებლად;

9. დადგენილება ძალაშია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

10. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6.

 

აკადემიური საბჭოს  თავმჯდომარე                                  ა. ფრანგიშვილი


აკადემიური საბჭოს   მდივანი                                               გ. სალუქვაძე

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები