ღია კონკურსი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად

04-12-2015
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2015 წლის 25 დეკემბერს, ხოლო აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატის წარმომადგენლობით საბჭოში დამტკიცება - 2015 წლის 26 დეკემბერს. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2015 წლის  24 დეკემბერს.  

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2015 წლის 12 დეკემბერს და მიმდინარეობს  2015 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით;

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება;

კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4  სმ);

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ   შენობაში. მის: კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325.
საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი
ტელ.: 2 36 41 84
საბუთების მიიღება იწარმოებს ყოველ დღე 10:00 -დან 17:00 საათამდე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები