ღია კონკურსი სტუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად

04-12-2015
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 4 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2016 წლის 18 იანვარს.  კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2016 წლის  16 იანვარს.

არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2016 წლის 6 იანვარს და მიმდინარეობს  2016 წლის 12 იანვარის ჩათვლით;

რექტორის  თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის  გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4  სმ);

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ   შენობაში. 
მის: კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325.
საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი
ტელ.: 2 36 41 84

საბუთების მიიღება იწარმოებს ყოველ დღე 10:00 -დან 17:00 საათამდე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები