ჩემპიონატი პროგრამირებაში 2015-2016 წწ.

03-12-2015
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი პროგრამირებაში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება პროგრამირებაში 2015-2016 წლების სეზონის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი.

ძირითადი ღონისძიებების განრიგია:
5.12 18:00-19:50 - პრაქტიკული ტური
6.12 10:30-16:00 - გუნდური კონტესტი
7.12 9:30-14:00 - პერსონალური ტური
7.12 19:00 - დახურვა

ყველა კონტესტი ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ დარბაზში, ხოლო ჩემპიონატის დახურვა გაიმართება სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-3 სართულზე, მცირე სააქტო დარბაზში.

ღონისძიებაზე მოწვეულია რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალში გასული მოსწავლეთა ექვსივე გუნდი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები