ახალი სასწავლო კურსი

03-12-2015
ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაცია 

„კრეატიული ეკონომიკა და განვითარება“

2015 წლის 1-ელ დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის გაიმართა საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორის გურამ ჯოლიას მიერ შედგენილი, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სრულიად ახალი სასწავლო კურსის „კრეატიული ეკონომიკა და განვითარება“ პრეზენტაცია.

სასწავლო კურსის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი.

მომხსენებელმა, პროფესორმა გურამ ჯოლიამ აუდიტორიას გააცნო ახალი სასწავლო კურსის ძირითადი შინაარსი, მიზანი, ამოცანები და შედეგები, რომელიც წარმოადგინა PowerPoint-ის პროგრამაში შესრულებული ელექტრონული 104 სლაიდების სახით.

პრეზენტაცია საინტერესოდ ჩატარდა. ახალი სასწავლო კურსის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს პროფესორებმა: ალ. სიჭინავამ, გ. იაშვილმა, შ. დოღონაძემ, პ. ლემონჯავამ, რ. შენგელიამ, გ. ყუფუნიამ და დოქტორანტმა ირ. ჯანგავაძე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები