მემორანდუმი

19-05-2010
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის
მემორანდუმს ხელი მოეწერა
 
19 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.  შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა, სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები. შეხვედრა  გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან  ვრცლად ისაუბრა მემორანდუმის შესახებ, რომელიც სამშენებლო -ჰიდრო მიმართულების აღორძინებას ითვალისწინებს. წყალმომარაგების რეფორმის შედეგად, რაც არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას გულისხმობს,  შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგება. მემორანდუმი  ითვალისწინებს სტუ- ს  სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის  მათი შემდგომი დასაქმების გათვალისწინებით ხელშემწყობი პირობების შექმნას.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხდება სამინისტროს  კვლევითი ცენტრი და, შესაბამისად, მოხდება სასწავლო და კვლევითი სამუშაოების ერთობლივი წარმართვა. განხორციელდება ახალი ინვესტიციები. რექტორმა მინისტრს  ამ პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები