საზაფხულო კურსები

13-05-2010
სასწავლო საზაფხულო კურსები საფრანგეთში
 
 
ქ. პერპინიანის (საფრანგეთი) ფრანგული ენის სასწავლო საუნივერსიტეტო ცენტრი (CUEFP Perpignan - 2010) აცხადებს სასწავლო საზაფხულო კურსებს. 
ცენტრი გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს შემდეგი დიპლომების მოსაპოვებლად: DELF-DALF-CCIP-TEF-TCF RI. 
  • ზოგადი ფრანგული – დიპლომებისათვის: A1-დან C2-მდე. კომბინირებული კურსი: 1 კვირა პარიზში + 1 კვირა პერპინიანში. 
·        ფრანგული სპეციფიური მიზნებისათვის: პარიზის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის (CCIP) გამოცდა – DFP (პროფესიული ფრანგული ენის დიპლომი) იურიდიული – B2, DFP საქმიანი – B2 , DFP სამედიცინო – B2.
 
·        თემატური სტაჟირებები: მათ შორის გაიცემა ორი საუნივერსიტეტო დიპლომი: “დიპლომატიისა და საგარეო ურთიერთობების ფრანგული ენა” და “ღვინო, ტურიზმი და კულტურა”.
 
სტაჟირებები: “თანამედროვე ფრანკოფონული ლიტერატურა”, “გასტრონომია, ფრანგული ენა და კულტურა”.
ლინგვისტურ-კულტურული სტაჟირება: ერთი კვირა პარიზში, ერთი კვირა პერპინიანში, სტაჟირება: „ფრანგული ენა და თეატრალური სახელოსნო“.
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:       www.cuefp.com

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები