სასწავლო სტიპენდიები

10-05-2010
სასწავლო სტიპენდიები ევროპის მეზობელი ქვეყნების და რუსეთის
კურსდამთავრებული სტუდენტებისათვის
 
ევროკავშირის უმაღლესი განათლების პროექტი EAC/32/2010 ევროპის მეზობელი ქვეყნების და რუსეთის კურსდამთავრებული სტუდენტებისათვის აცხადებს სასწავლო სტიპენდიების კონკურსს ევროპული სწავლების სამაგისტრო კურსებზე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პილოტური პროექტის სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში (ევროკავშირის სამართალი; ევროკავშირის ეკონომიკა; ევროკავშირის პოლიტიკა, ადმინისტრირება და მართვა; ევროკავშირის ინტეგრაციის ისტორია, ინტერდისციპლინარული ევროკავშირის ინტეგრაციის სწავლება).
დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ,  როგორც პოტენციურ სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ისწავლონ ევროპათმცოდნეობაზე ან ევროგაერთიანების სასწავლო პროგრამაზე, რომელიც ევროგაერთიანების ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროგრამით მიმდინარეობს.
 
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა – 2010 წლის 4 ივნისი.
 
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში
მისამართი: ნინო ჩხეიძის ქ. 38
თბილისი, 0102 საქართველო
ტელეფონი: (995 32) 94 37 63/ 94 37 69
ფაქსი: (995 32) 94 37 63
 
საკონტაქტო პირი:
 
ოლივერ რეისნერი
პროექტის მენეჯერი

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები