ლიტვა და საქართველო 520 წლის რეტროსპექტივიდან

17-11-2015
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„ლიტვა და საქართველო 520 წლის რეტროსპექტივიდან“

17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ლიტვა და საქართველო 520 წლის რეტროსპექტივიდან“. კონფერენცია „მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა და მას პატრონაჟს უწევს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აუდრონე პიტრენიენე. სამეცნიერო კონფერენცია ორი ქვეყნის რამდენიმესაუკუნოვან მეგობრობას და თანამშრომლობას ეძღვნება და მის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, უმაღლესებს შორის გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. კონფერენციის მსვლელობისას გაიმართება საინტერესო დისკუსიებიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტებმა, რომლებმაც წარმოადგინეს ლიტვური ნაციონალური სამოსის კოლექცია, რის შემდეგაც მოწვეულ სტუმრებს და კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელმა გიედრიუს პუოჯიუნასმა, ლიტვის განათლებისა და მეცნიერების ვიცე მინისტრმა გენოვეიტა კრასაუსკიენესამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოში ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ტარდება და 18 ნოემბერს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები