სერტიფიკატები შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს

16-11-2015
შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთათვის სერტიფიკატების გადაცემა

16 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნიევრსიტეტში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელბს სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ “შემოსავლების სამსახურს” შორის რამდენიმე წელია მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ხორციელდება თანამშრომელთა “ძვირფასი ლითონებისა” და “ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის” შემფასებელთა გადამზადების კუთხით. წელსაც, 28 ივლისს დადებული N1/319 ხელშეკრულების თანახმად, შემოსავლების სამსახურის 23 თანამშრომელმა ოქტომბერ-ნოემბრის თვეში გაიარა “ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის” შემფასებელთა კურსი. 

კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს შესაბამისი ტესტირება და ოცდასამივე მსმენელს გადაეცა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით სისტემატურად თანამშრომლობენ სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან.

სერტიფიკატის გადაცემას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, კურსების ხელმძღვანელი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ნოდარ ფოფორაძე, კურსების წამყვანი პედაგოგები, ასოც. პროფ. ხათუნა გაჩეჩილაძე და აკადემიური დოქტორი, ოლღა სესკურია.

“შემოსავლების სამსახურის” მხრიდან  სერტიფიკატების გადაცემას დაესწრნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი კობეშავიძე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ანა გოგორიშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები