Fab Lab

13-11-2015
„ბიზნეს ინკუბატორი“ (Fab Lab)

12 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ პროექტის მიხედვით მოწყობილი „ბიზნეს ინკუბატორი“ (Fab Lab) გაიხსნა. თანამედროვე სამრეწველო ლაბორატორიის გახსნაზე წითელი ლენტი სიმბოლურად გაჭრეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
 
Fab Lab-ის პრეზენტაციაზე სტუმრებს ლაბორატორიის სამუშაო სივრცე დაათვალიერებინა და მისი მუშაობის ძირითად პრინციპებზე ესაუბრა ტგფ-ის უფროსი კახაბერ გვანცელაძე. გახსნას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, სტუ-ს ხელმძღვანელები, სტუდენტები და სხვა მოწვეული პირები.

აღნიშნული პროექტის (მენეჯერი შოთა საღრიშვილი) მთავარი ამოცანა გამომგონებელთა, ინოვატორთა და დამწყებ მეწარმეთა ხელშეწყობაა. „ბიზნეს ინკუბატორი“ აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. თანამედროვე სტანდარტების დაზგა-დანადგარები მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ინოვაციური იდეა რეალობად აქციოს და მისთვის სასურველი სატესტო პროდუქტი ან ნივთი დაამზადოს.

პროექტის ფარგლებში, შესაბამისი აპლიკაციის შევსების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება Fab Lab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს:
• პროდუქტების წარმოება (თბილისის სიმბოლიკა და სხვა);
• შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება;
• ტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება;
• სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერის კომპონენტები, სათამაშოების და სხვა) მაკეტების და მოდელების შემუშავება;
• მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება;
• მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება;
• შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება;
• ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისათვის  მაკეტების და მოდელების შექმნა.

მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილია კიდევ ერთი, ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Fab Lab-ის გახსნა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები