GEAR

12-11-2015
უნივერსიტეტში  სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირი (GEAR)

12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირის (GEAR) დაფუძნების ცერემონია გაიმართა.

ამასთან დაკავშირებით, ღონისძიებაზე სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფ. გიორგი ძიძიგურმა წარმოადგინა პრეზენტაცია „სტუ-ს სტრატეგიული ხედვა და საგანმანათებლო სივრცის განვითარების ძირითადი ტენდენციები“.

სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირის აქტივობები გათვალისწინებულია:
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირების დამყარება
  • შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და კვლევა
  • განსაკუთრებულად მოთხოვნადი პროფესიებისა და სპეციალობების განსაზღვრა და მათთვის ზოგადი კომპეტენციების დადგენა
  • სათანადო კურიკულუმების შექმნა/მოდიფიცირება სპეციფიკური კომპეტენციების შესაბამისად, პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით
  • სტუდენტთა შერჩევა, პროფესიონალური ორიენტაციის უზრუნველყოფა და HR ინკუბატორის დაფუძნება
  • სტუდენტთა წარდგენა სათანადო ვაკანტურ პოზიციებზე, კომპეტენციებზე ორიენტირებული ტრეინინგების უზრუნველყოფა და სხვადასხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში მათი წარმოდგენა
  • შესაბამისი მონაცემთა ბაზის უზრუნველყოფა
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი ცნობილი ადგილობრივი და უცხოური საწარმოებისა და კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
   

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები